გურჯაანის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცი მოკლეს.
დანაშაული სოფელ კარდენახში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე თვეა დაბრუნდა.
მისი ცხედარი დღეს სოფლის მიმდებარედ ვენახში იპოვეს.
მას პირველადი დათვალიერებით ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციითვე, მომხდარი შესაძლოა რამდენიმე დღის წინ დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს, თუმცა კონკრეტულად რა კონფლიქტი იყო ან ზუსტად გახდა მკვლელობის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მიმდინარეობს გამოძიება.
იხილეთ ასევე: