ავტორი:

მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა განცხადებას აქვეყნებს საგარეო უწყება

მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა განცხადებას აქვეყნებს საგარეო უწყება

2026 წლის 6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

"საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.