ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დააკავეს სტუდენტი ანი ფრიდონიშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დააკავეს სტუდენტი ანი ფრიდონიშვილი, რომელსაც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
არსებული ინფორმაციით, ანი ფრიდონიშვილს შსს დეკემბერში აქციაზე პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომას და ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების ხელოვნურად შექმნას ედავებოდა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას დღეს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, პროცესს ანი ფრიდონიშვილი არ ესწრებოდა.