ავტორი:

კვარაცხელიამ "ბაიერნთან" მატჩში ისტორია დაწერა - ჩემპიონთა ლიგაზე ეს არც ერთ სხვა მოთამაშეს არ გაუკეთებია

კვარაცხელიამ "ბაიერნთან" მატჩში ისტორია დაწერა - ჩემპიონთა ლიგაზე ეს არც ერთ სხვა მოთამაშეს არ გაუკეთებია

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "ბაიერნი" პსჟ-ს მასპინძლობს.

  • გუნდები მოედანზე ამ შემადგენლობით გამოვიდნენ:

ბაიერნი: ნოიერი, ლაიმერი, ტა, უპამეკანო, სტანიშიჩი, პავლოვიჩი, კიმიხი, დიასი, მუსიალა, ოლისე, კეინი.

პსჟ: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ფაბიანი, ვიტინია, ნევეში, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

  • მატჩის მესამე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა, გოლი უსმან დემბელემ გაიტანა.

ცნობისთვის, ამ ასისტით ხვიჩამ უკვე დაწერა ისტორია - ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ პლეიოფის შვიდ მატჩში გაიტანა გოლი, ან გააკეთა საგოლე გადაცემა.

ცნობისთვის, პარიზში პირველი თამაში პსჟ-მ ბაიერნს ანგარიშით 5-4 მოუგო.