ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში UFC-ის მებრძოლებს შეხვდა და მათ შორის იყო ილია თოფურიაც. ტრამპსა და ილიას შორის კამერების წინ მცირე დიალოგიც გაიმართა.
"შენს ოპონენტს ძალიან კარგად იცნობ, ხო?" - ჰკითხა მას ტრამპმა და იგულისხმა ჯასტინ გეიჯი, რომელთანაც ილიას შემდეგი ბრძოლა აქვს ჩანიშნული, თოფურიამ უპასუხა, რომ მას ძალიან კარგად იცნობს

ტრამპი: მოგების რა შანსები გაქვს?
ილია თოფურია: 100%-იანი რწმენა მაქვს და ამიტომაც ვარ აქ. ვიმედოვნებ, რომ მასაც იგივე რწმენა აქვს - ასე ჩხუბი შესანიშნავი იქნება.
"მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, ჩავატაროთ ყველაზე დიდი ღონისძიება, მადლობა ღმერთს, რომ ეს ლამაზი დღე გვაჩუქა და მოგვცა შესაძლებლობა, გამოგვეცადა, როგორი გრძნობაა ოვალურ კაბინეტში ყოფნა. ეს დიდებული იქნება. მადლობას გიხდით ", - თქვა ილიამ.
