ავტორი:

“მათ შეთანხმების დადება სურთ, ირანთან ომი სწრაფად დასრულდება“ - დონალდ ტრამპი

“მათ შეთანხმების დადება სურთ, ირანთან ომი სწრაფად დასრულდება“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი სწრაფად დასრულდება.

“როდესაც უყურებთ მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ ამას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვაკეთებთ: არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათ [ირანს] ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადამიანების უმეტესობა ამას ხვდება. მათ ესმით, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სწორია. ეს სწრაფად დასრულდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს.

“მათ შეთანხმების დადება სურთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა და სრულიად შესაძლებელია, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.