ნიუ-იორკის სასამართლომ გამოაქვეყნა ჯეფრი ეპშტეინის მიერ, თვითმკვლელობამდე გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც ბრალდებულის თანასაკნელმა აღმოაჩინა და სასამართლოს წარუდგინა.
როგორც მედია წერს, წერილს ეპშტეინის თანაკლასელი რამდენიმე წელია საიდუმლოდ ინახავდა. ინფორმაცია მოსამართლემ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც New York Times-მა მისი გამოქვეყნების შუამდგომლობა შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
ტარტალიონე ამტკიცებს, რომ წერილი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ეპშტეინი სხვა საკანში გარდაცვლილი იპოვეს. სასამართლომ განაცხადა, რომ სავარაუდოდ წერილი „ეპშტეინის გარდაცვალებამდე ერთ კვირაზე ადრე დაიწერა.“
რაც შეეხება თანაკლასელს - ნიკოლას ტარტალიონეს, ის ყოფილი პოლიციელია და ოთხი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობას იხდის.
ხელისუფლების ცნობით, ეპშტეინს ქალები, არასრულწლოვნები და მცირეწლოვნები, მის კერძო კუნძულზე ვერტმფრენით, ნავებით გადაჰყავდა და მათზე ძალადობდა.
2025 წლის 20 ნოემბერს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას ავალებდა. 2024 წლის დასაწყისში მხოლოდ მათი ნაწილი გასაჯაროვდა.ახლახან კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული მილიონობით ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა - სულ 3 მილიონი გვერდი, 180 ათასი ფოტო და 2 ათასი ვიდეო გასაჯაროვდა. დოკუმენტები მოიცავს ჯეფრი ეპშტეინის ციხეში ყოფნის დეტალებს, მის ფსიქოლოგიურ შეფასებას, პატიმრობაში გარდაცვალების გარემოებების აღწერას, ასევე მასალებს გილეინ მაქსველის - ეპშტეინის თანამზრახველის საქმიდან. დოკუმენტები ასევე ასახავს ფინანსისტის მჭიდრო კავშირებს ბრიტანეთის ელიტასთან.
იხილეთ ასევე: