ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში ტრაგედია მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 15 წლის გოგო 16-სართულიანი შენობიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
ბავშვთა უფლებების კომისარის, მაკტინა ჯინჯოლიას განცხადებით, რაიონული პროკურატურა გამოძიებას ატარებს და ინციდენტის გარემოებებს ადგენს.
“რამდენიმე საათის წინ მივიღე ინფორმაცია ტრაგედიის შესახებ. თანამშრომელთან ერთად დაუყოვნებლივ მივედი ადგილზე. გარდაცვლილი ოჩამჩირის პანსიონში სწავლობდა და სკოლაში სუიციდური ქცევის ნიშნები არ დაფიქსირებულა.
გოგონა სამაგალითო იყო, კარგი მოსწავლე, კალათბურთელი და სპარტაკიადაში მონაწილეობას აპირებდა. ის მშვენიერი, მოსიყვარულე ოჯახიდანაა, ორი შვილი ჰყავს“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.