ავტორი:

ქუჩებში გამოსული 50,000 ფანი, ზღვა ხალხი, უმართავი ვითარება და პრეზიდენტის მიმართვა ხალხს - მექსიკაში ჯგუფ BTS-ის ჩასვლას მოულოდნელი განვითარება მოჰყვა (ფოტო)

ქუჩებში გამოსული 50,000 ფანი, ზღვა ხალხი, უმართავი ვითარება და პრეზიდენტის მიმართვა ხალხს - მექსიკაში ჯგუფ BTS-ის ჩასვლას მოულოდნელი განვითარება მოჰყვა (ფოტო)

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ცენტრი, საპრეზიდენტო სასახლის წინ მდებარე სოკალოს მოედანი ნამდვილი ვნებათაღელვის ცენტრად გადაიქცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამხრეთ კორეული ჯგუფი, BTS ჩავიდა.

მომღერლებს მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა უმასპინძლა. მოგვიანებით ჯგუფის ფანებისთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი სასახლიდან მათ მიმართავდნენ და შესახვედრად არც მეტი, არც ნაკლები, 50 000-ზე მეტი ადამიანი გავიდა ქუჩაში.

50,000-ზე მეტმა K-pop ჯგუფის ფანებმა მეხიკოს ქუჩები გადაავსეს.

მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი კი მათ BTS-თან ერთად საპრეზიდენტო სასახლის აივნიდან მიესალმა.

  • მოგვიანებით მან განცხადება ოფიციალური გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა: “მუსიკა და ფასეულობები აერთიანებს მექსიკასა და სამხრეთ კორეას“.

“თავიანთი ლამაზი და გულწრფელი ქცევით, BTS მიესალმა დაახლოებით 50,000 BTS-ის ფანს, რომლებიც მათ პატივსაცემად შეიკრიბნენ სოკალოს მოედანზე. ჭეშმარიტად ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ამ სასიხარულო მომენტის შექმნა“, - დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, BTS-მა მექსიკელ გულშემატკივრებს ესპანურად მიმართა: “ნამდვილად მადლიერები ვართ მოწვევისთვის. მოუთმენლად ველით ხვალინდელ კონცერტს“ და “მოგენატრეთ? ჩვენ მექსიკა კიდევ უფრო მეტად მოგვენატრა“.

მექსიკის შემდეგ ჯგუფი კონცერტებს იაპონიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, ლათინური ამერიკისა და აზიის 34 ქალაქში გამართავს.

წყარო