ავტორი:

მოსეირნე წყვილმა კანადის ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გადაიღო - ვირუსულად გავრცელებულ კადრებს აქტიურად განიხილავენ: რას აცხადებენ ექსპერტები

მოსეირნე წყვილმა კანადის ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გადაიღო - ვირუსულად გავრცელებულ კადრებს აქტიურად განიხილავენ: რას აცხადებენ ექსპერტები

კანადის ცაზე უჩვეულო მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს. გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი კონუსის ფორმის ობიექტი მაშინვე უცხოპლანეტელებს დაუკავშირეს, თუმცა მეცნიერებმა ეს ვარაუდი გამორიცხეს.

მათი შეფასებით, ცაზე გამოჩენილი ნათება SpaceX-ის რაკეტის გაშვებას უკავშირდება, რომელიც გასულ სამშაბათს, საღამოს კალიფორნიაში, ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან გაუშვეს.

პრინც ჯორჯის ასტრონომიული ობსერვატორიის წარმომადგენელმა მალჰარ კენდურკარმა CBC Radio-ს განუცხადა, რომ ეს ე.წ მედუზას ეფექტი იყო - სინათლე, რომელიც რაკეტის გაშვებისას ჩნდება.

მისი განმარტებით, რაკეტიდან გამოყოფილი აირები ატმოსფეროში მოხვედრისას ფართოვდება და იშლება, რის შედეგადაც ღრუბლის მსგავსი, ნათელი სტრუქტურა წარმოიქმნება.

  • ამორფული სინათლე კანადის პროვინციის დიდ ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 22:15-დან 22:30 საათამდე ჩანდა.

პეტსი სეიმურმა, რომელმაც მანათობელი ობიექტის ვიდეო Facebook-ზე გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ ნათება პერიოდულად ქრებოდა და ამავდროულად, გადაადგილდებოდა.

წყარო