აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა 23-დან 25 აპრილამდე პერიოდში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ხუთ საკრუიზო გემზე ჩაატარა. მათ შორის იყო სან დიეგოში გაჩერებული Disney-ის კრუიზიც.

უწყების თქმით, გემებზე ჩატარებული შემოწმებისას ეკიპაჟის 28 წევრი დააკავეს. გამოძიების შედეგების მიხედვით, ყველა მათგანს ბრალად ედება ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის მიღება, შენახვა, გადაცემა ან გამოყენება.


საზღვაო დაცვის სამსახურის განცხადებით, დაკავებულ პირებს ვიზები გაუუქმეს და ქვეყნიდან გააძევეს. მომხდართან დაკავშირებით "დისნეის" კომენტარი არ გაუკეთებია.
უწყების ინფორმაციით, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის მასალასთან (CSEM) დაკავშირებულ დანაშაულებზე "ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა და ყველა მსგავსი შემთხვევა მკაცრ რეაგირებას ექვემდებარება.