ავტორი:

“ძალიან მინდოდა დედობა... მასკმა მისი სპერმის დონაცია შემომთავაზა და მე დავთანხმდი“ - რას ჰყვება ილონ მასკის ყოფილი თანაშემწე, რომელმაც მილიარდერისგან 4 შვილი გააჩინა

“ძალიან მინდოდა დედობა... მასკმა მისი სპერმის დონაცია შემომთავაზა და მე დავთანხმდი“ - რას ჰყვება ილონ მასკის ყოფილი თანაშემწე, რომელმაც მილიარდერისგან 4 შვილი გააჩინა

OpenAI-ის ყოფილმა საბჭოს წევრმა სიობჰან ზილისმა ოკლენდის, კალიფორნიის შტატის ფედერალურ სასამართლოში ჩვენება მისცა, სადაც აღწერა, თუ როგორ განაპირობა მისმა არატრადიციულმა ურთიერთობამ ილონ მასკთან 4 შვილის გაჩენა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ილონ მასკი OpenAI-ის თანადამფუძნებლებს უჩივის - ამტკიცებს, რომ კომპანიამ თავდაპირველ მისიას გადაუხვია და ახლა მისი იდეები მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება.

  • ზილისის ჩვენება ფოკუსირებული იყო მის მონაწილეობაზე კომპანიის კომერციულ კომპანიად გარდაქმნის შესახებ, ასევე მასკთან მუშაობისა და მასთან ურთიერთობის დეტალებზე.

“ძალიან მინდოდა დედობა... დაახლოებით ამ დროს ილონმა შემომთავაზა და მე დავთანხმდი“, - თქვა მან და განმარტა, რომ “2020 წელს მასკმა მისი სპერმის დონაცია შესთავაზა“.

“იმ დროს ის ყველას მოუწოდებდა შვილების ყოლისკენ და შენიშნა, რომ მე არ მყავდა. მან შემომთავაზა დონაცია“, - თქვა ზილისმა.

ზილისი 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა მასკის საავტომობილო კომპანია Tesla-სა და მის ნეიროტექნოლოგიურ ფირმა Neuralink-ში. ის OpenAI-ს 2016 წელს შეუერთდა. სწორედ მაშინ გაიცნო მილიარდერი.

პირად ცხოვრებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მასკთან დაახლოებით ათი წლის წინ ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა, თუმცა 2020 წლის შემდეგ მათ შორის რომანტიკული კავშირი აღარ არსებობდა.

  • ზილისის განმარტებით, მასკთან შეთანხმების საფუძველზე მათი საერთო შვილების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურად ინახებოდა. დღეს მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.

ზილისის თქმით, მასკი ბავშვების ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს და ოჯახთან პერიოდულად ატარებს დროს.

წყარო