9 მაისს რუსეთში არ მივემგზავრები, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს აპრილში ვიზიტის დროს ვაცნობე“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.