ავტორი:

გერმანელმა ტურისტმა აუზზე მუდმივად დაკავებული შეზლონგების გამო სასამართლოში იჩივლა და პროცესი მოიგო

გერმანელმა ტურისტმა აუზზე მუდმივად დაკავებული შეზლონგების გამო სასამართლოში იჩივლა და პროცესი მოიგო

გერმანელმა ტურისტმა მას შემდეგ მიმართა სასამართლოს, რაც საბერძნეთში, ერთ-ერთ სასტუმროში დასვენებისას, შეზლონგის დაკავება ვერ შეძლო, რადგან სხვა დამსვენებლები დილიდან, პირსახოცებით იკავებდნენ შეზლონგებს და მტელი დღის განმავლბაში მოიწვდომელი იყო.

სასამართლომ მას თითქმის 1000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.

  • მამაკაცი, რომლის სახელიც მედიაში არ გამოქვეყნებულა, 2024 წელს საბერძნეთში ოჯახთან ერთად ისვენებდა. ის ყოველ დილით ექვს საათზე იღვიძებდა შეზლონგის დასაჯავშნად, თუმცა ყოველთვის წარუმატებლად.

მან 7186 ევრო გადაიხადა საბერძნეთის კუნძულ კოსზე სასტუმროში, ოჯახთან ერთად დასასვენებლად. როგორც აღმოჩნდა წარუმატებელი შთაბეჭდილების შემდეგ, როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, ჰანოვერის რეგიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ტუროპერატორის წინააღმდეგ.

მისი თქმით შეზლონგებისთვის ბრძოლა არ უნდა დასჭირვებოდა.

სასამართლოში მამაკაცმა განაცხადა, რომ თავად სასტუმრომ აკრძალა ეს პრაქტიკა, მაგრამ ტუროპერატორმა არაფერი გააკეთა აკრძალვის აღსასრულებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ავალდებულებდა კლიენტებს, არ მოენიშნათ შეზლონგები პირსახოცებით. შედეგად, მისი თქმით, ბავშვები იძულებულნი გახდნენ იატაკზე გარუჯულიყვნენ.

  • ტუროპერატორმა სასამართლო პროცესამდე მას უკვე გადაუხადა 350 ევრო კომპენსაციის სახით, თუმცა სასამართლომ ეს თანხა არასაკმარისად მიიჩნია და მას 986,70 ევრო მიანიჭა.

მოსამართლემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტუროპერატორი არ არის სასტუმროს მფლობელი და შესაბამისად, ყველა კლიენტს არ შეუძლია უფასო შეზლონგით უზრუნველყოფა, მას მაინც უნდა უზრუნველყოს, რომ კურორტი, რომელსაც ტურს ყიდის, სათანადოდ იყოს ორგანიზებული, მათ შორის, შეზლონგებისა და სტუმრების „გონივრული“ თანაფარდობის უზრუნველყოფა.

წყარო