ავტორი:

მეტროსადგურ "300 არაგველზე" მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა - რა ვითარებაა ადგილზე

მეტროსადგურ "300 არაგველზე" მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა - რა ვითარებაა ადგილზე

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, „300 არაგველზე“ მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა. ადგილზე კი სასწრაფო და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ამ დროისთვის მეტრო, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ახმეტელამდე“ გადაადგილდება.