2026 წლის 26 აპრილს, პარიზთან ახლოს მდებარე ისტორიულ Château de Pontarmé-ში გაიმართა ფესტივალ ვაინქასთის ფრანგული ტური, მასშტაბური კულტურული ღონისძიება, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ქართული კინო, ღვინო და თანამედროვე კულტურა.
საფრანგეთში საქართველოდან გაემგზავრა 25 კაციანი დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ ფესტივალ ვაინქასთის გუნდის წევრები და ქართული მეღვინეობების წარმომადგენლები. ღონისძიებას ხუთასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის სახელოვნებო, კინოს, ღვინის, მოდის სფეროების ცნობილი ფრანგი და ქართველი პროფესიონალები. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი ფორმატით საფრანგეთში არც ერთი ქართული ღონისძიება არ ჩატარებულა, გამორჩეულ შატოში, დახუნძლული მრავალფეროვნებითა და თანამედროვე ქართული კულტურის წარმოჩენით, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით. ეს იყო საოცრად ემოციური დღე, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა ქართული კულტურის ევროპული იდენტობა და მისი მზარდი საერთაშორისო პოტენციალი.
ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით დილის საათებიდან დაიწყო და გვიან საღამომდე გაგრძელდა.
მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ:
ქართული ფილმების ჩვენებებსღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებსწიგნების პრეზენტაციებსგამოფენებსადა მუსიკალურ პროგრამასსაერთაშორისო კინოს და ღვინის ფესტივალი ვაინქასთი უკვე მესამე წელია საქართველოში ტარდება და მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა გასვლითი ტური წელს პირველად ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, ვაინქასთის ფრანგული ტური საპილოტე ხასიათს ატარებდა და საფუძველი ჩაუყარა ვაინქასთის ტურნეების პროექტს, რომლებიც მომავალში ბევრად უფრო მასშტაბურ ხაისათს შეიძენს და სხვადასხვა ქვეყენაში ქართული კულტურის, კინოსა და ღვინის პოპულარიზაციას აამაღლებს.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ვაინქასთი მიუხედავად მისი გასართობი იერსახისა შემეცნებითი და ბიზნეს პლათფორმაა, აერთიანებს მასტერკლასებს, ვორქშოფებს, პრეზენტაციებსა და პროფესიულ შეხვედრებს. ამგვარად ერთის მხრივ ცოდნას გასცემს, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობს მონაწილე მეღვინეობების და კინო სფეროში დასაქმებულთათვის პროფესიული ურთიერთობების, ბიზნესკავშირებისა და საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებას.
ფესტივალ ვაინქასთის ორგანიზატორია კომპანია “მალბერი გრუპი”, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა მასშტაბურ კულტურულ პროექტს, კინო და ვიდეო წარმოებას, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას. თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო ბიზნესთან.
რაც შეეხება ვაინქასთის ფრანგულ ტურს, ეს იყო დაუვიწყარი, ემოციური დღე, რომელმაც მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია, სიამაყით აავსო დამსწრე ემიგრანტები და დიდი ცოდნა გადასცა ფრანგ სტუმრებს. ფრანგული მხრიდან პროექტის პარტნიორია საფრანგეთში მცხოვრები მუსიკოსი და მოდის სპეციალისტი თეა ლეფსაია, რომელმაც მოიპოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი, გაიმარჯვა კონკურსში „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა” და ვაინქასთის ფრანგული ტურის ორგანიზებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სცენაზე წარდგნენ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი არტისტები და ანსამბლები: „თამარიონი“, „ლაზი“, „მარანი“ მომღერალი ელგა ფორჩხიძე, აგრეთვე ცნობილი კვინტეტი „იმედი“, რომლის წევრებიც სპეციალურად ვაინქასთისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და საფრანგეთს ესტუმრნენ. გაიმართა წიგნების პრეზენტაციები, მათ შორის გაიმართა საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსისა და კინო პროდიუსერის თეოდორე ერისთავის ცნობილი ნოველა “სასტუმრო პარიზის” პრეზენტაცია. ასევე შედგა ავტორების კატო კილაძის და ელენე ლოლაძის წიგნების პრეზენტაცია/გამოფენა.
კინოპროგრამაში წარმოდგენილი იყო ფილმები: „ქვევრი“, „საქართველო, ღვინის სამშობლო“ და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მქონე ფილმ „სოვდაგარის“ ჩვენება, რომლის შემდგომაც გაიმართა საუბარი ფილმის ავტორსა და ღონისძიების სტუმრებს შორის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებლები: კარდენელი სომელიე სელექშენი, ბედიანი, შატო მუხრანი, თელიანი ველი, ჭოტიაშვილის საოჯახო მეღვინეობა, ნათენაძის მარანი, აკურელი, ორკოლი, მეღვინეობა ტიბაანელი, „8000 ისტორია“, გონაძის მეღვინეობა, Vins Georgiens და Chateau Leuville.
ღონისძიებას ქართული კერძებით პარიზში ცნობილი რესტორანი Famille Géorgienne ალამაზებდა, ხოლო სტუმრებისა და მონაწილეების ტრანსპორტირება უზრუნველყო საფრანგეთში მოქმედმა ქართულმა კომპანიამ Giorgi Parris.
R