“რუსეთის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 და 9 მაისს იმოქმედებს“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“დიახ, საუბარია 8 და 9 მაისის შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა.
ასევე, მისი თქმით, 9 მაისს დაგეგმილი აღლუმისთვის რუსეთი უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიიღებს.
„როგორც იცით, მნიშვნელოვანი დღესასწაულების წინა დღეს შესაბამისი სპეციალური სამსახურები დამატებით უსაფრთხოების ზომებს იღებენ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.