ერევანში ზელენსკის ვიზიტმა აჩვენა, თუ რა მომავალს უმზადებს ევროკავშირი სომხეთს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
"რუსულმა საზოგადოებამ ღრმა აღშფოთებითა არა მხოლოდ დაინახა, არამედ დაიმახსოვრა ის ფაქტი, რომ სომხეთი, რომელსაც ჩვეულებრივ რუსეთი მოძმე და მეგობრულ ქვეყნად თვლის, კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მეთაურისთვის ტრიბუნას წარმოადგენდა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.