ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პაატა ბურჭულაძის, შვილის შუქრი ბურჭულაძის განცხადებით, განაჩენი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე თავს მხნედ გრძნობს და კვლავ აცხადებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, შვილის თქმით, მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ „მისი ადგილი ან ციხეშია, ან რუსთაველზე“.
„ჩვენთვის არ იყო სიურპრიზი. ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. ყველამ ვიცით „ქართული ოცნების“ პირობებში როგორი სამართალია საქართველოში. არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, ზუსტად ასე ვფიქრობდით. იყო 6-დან 9-წლამდე და ვფიქრობდით, რომ 7 წლამდე მიუსჯიდნენ არასამართლიან პატიმრობას. ასეც მოხდა, მიუსაჯეს 7 წელი.
პაატა ძალიან მხნედ არის, როგორც ყოველთვის. ის ყოველთვის ამბობდა, რომ არაფერი ცუდი გაუკეთებია, მაგრამ მან გააკეთა და რაც გააკეთა იმით ამაყობს. დღეს ასევე თქვა, რომ მისი ადგილი ან ციხეშია, ან რუსთაველზე“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
იხილეთ ასევე: