მედიაში თავხედური ძარცვის ამსახველი კადრები ვრცელდება, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონში, საუთ-ვუდფორდში მოხდა. სამი მძარცველი საიუველირო მაღაზიას დაესხა თავს, მათ ვერცხლისფერი Mercedes SL-Class ვიტრინას ოთხჯერ დააჯახეს და ჩაამტვრიეს, რის შემდეგაც 10 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს და მიიმალნენ.


მძღოლისა და 2 თანამზრახველისგან შემდგარმა ჯგუფმა, დაახლოებით, 20 წამის განმავლობაში მაღაზიის ლითონის ჟალუზის ავტომობილის საშუალებით გატეხა მოახერხა, რის შემდეგაც ვიტრინაზე მოთავსებული ძვირფასეულობა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მოპარული ავტომობილით გაიქცა.


გავრცელებული ინფორმაციით ბოლო პერიოდში ლონდონის ფუფუნების საგნების მაღაზიებზე თავდასხმების მთელი სერია აგორდა, რომელსაც მსგავსი ხელწერა ახასიათებთ.
დამნაშავეები ძირითადად მოპარულ ჯიპებს და მოტოციკლებსა იყენებენ. ისინი მძიმე ჩაქუჩების ან უროებს საშუალებით შენობებში რამდენიმე წამში აღწევენ, ძვირადღირებულ ნივთებს იტაცებენ და გარბიან.

სკოტლანდ-იარდის განცხადებით, დამნაშავეთა დასაკავებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ხდება სამხილებსა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს შეგროვება, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.