ავტორი:

სისხლიანი დაპირისპირება ოზურგეთში: დაჭრილია ახალგაზრდა კაცი - რა ხდება ცნობილი?

სისხლიანი დაპირისპირება ოზურგეთში: დაჭრილია ახალგაზრდა კაცი - რა ხდება ცნობილი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ტვ პირველის" ცნობით, სისხლიანი ანგარიშსწორება ოზურგეთში, გვიან ღამით რესტორან “ფოროსმანში” მოხდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია რესტორნის მფლობელი გიორგი გობრონიძე.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, გიორგი გობრონიძეს, რესტორანში, დაბადების დღის სუფრაზე მყოფ ერთ-ერთ პირთან კონფლიქტი მოუვიდა, სასიკვდილოდ დაჭრილი კი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა.

წყარო "პირველებს" უყვება, რომ 23 წლის გობრონიძე, რომელიც წარსულში ორჯერ, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით არის ნასამართლევი, დაზარალებულს, თანმხლებ პირთან ერთად იმის გამო გაუსწორდა, რომ მან ჩხუბში გაშველება სცადა.

დაზარალებული ახლა რეანიმაციაშია, მის კართან პოლიცია მორიგეობს, პირი კი, რომელიც გობრონიძეს ახლდა, ამ დრომდე იძებნება.

შსს "პირველებს" უდასტურებს, რომ გობრონიძე დაკავებულია, თუმცა მეორე პირთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. რაც შეეხება დაზარალებულს, კლინიკა "მედალფას" დირექტორის დავით მდინარაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება", - ვკითხულობთ "ტვ პირველის" ვებგვერდზე