ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ორ ყოფილ მინისტრს კორუფციული ბრალდებების გამო სიკვდილით დასჯა მიესაჯა, თუმცა განაჩენის აღსრულება გადავადებულია.
ხუთშაბათს 7 მაისს, სამხედრო სასამართლომ ვეი ფენხესა და ლი შანფუს სიკვდილით დასჯა ორწლიანი “გამოსაცდელი ვადით“ გადაუვადა. სააგენტო “სინხუას“ ცნობით, ეს ნიშნავს, რომ ორი წლის შემდეგ სასჯელი შესაძლოა უვადო პატიმრობით შეიცვალოს, სასჯელის შემცირების ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე.

ორივე ჩინოსანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ქრთამის აღებაში, რის გამოც მათი პირადი ქონების სრული კონფისკაცია მოხდა. ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ ანტიკორუფციულ კამპანიას მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი გადააყენეს.
ვეი ფენხე: თავდაცვის მინისტრის პოსტს 2018 - დან 2023 - მდე წლამდე იკავებდა.
ლი შანფუ: მან ვეი 2023 წლის მარტში შეცვალა, თუმცა მისი მინისტრობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იმავე წლის ოქტომბერში შანფუ გაათავისუფლეს.
"სინხუაზე“ დაყრდნობით სააგენტო "როიტერი“ წერს, რომ ლის დიდი ოდენობით ქრთამის აღება და სხვა პირების მოსყიდვა ედებოდა ბრალად
მსგავსი ბრალდებები წაუყენეს ვეი ფენხესაც. 2023 წელს დაწყებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მან "უდიდესი ოდენობის ფულადი თანხა და ძვირფასეულობა მიიღო“, სანაცვლოდ კი გარკვეულ პირებს კადრების დანიშვნის პროცესში უკანონო უპირატესობა მიანიჭა.