"მომხმარებელი ამ პროდუქტს თვალსაჩინოებისთვის კარგად დაინახავს, იმიტომ, რომ გამოყოფილი იქნება სპეციალური ფასით ან "ვობლერით“, ექნება შესაბამისი მითითება, რომ ეს ის პროდუქტია, რომელსაც ჩვენ ამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვთავაზობთ, როგორც "საოჯახო კალათის“ პროდუქტს, ამ ეტაპზე“ - ამის შესახებ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, სოფო ქაშაკაშვილმა "პალიტრანიუსისა“ და რადიო "პალიტრას გადაცემაში "საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კალათაში შევა პირველადი მოხმარების რამდენიმე პროდუქტი, ისეთი როგორიცაა: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი და ა.შ. როგორც სოფო ქაშაკაშვილმა აღნიშნა, ყველა პროდუქტში გამოიყოფა თითო კონკრეტული სახეობა ან ბრენდი, რომელზეც მუდმივი ფასდაკლება იქნება.
ცნობილია ის საკვები პროდუქტები, რომლებსაც მარკეტები ფასდაკლებით გაყიდიან - "მომხმარებელი ამ პროდუქტს კარგად დაინახავს"
“ეს საოჯახო კალათა განისაზღვრება ისეთი პირველადი მოხმარების სოციალური პროდუქციით, როგორიც არის: ბრინჯი, მაკარონი, ბურღულეული, წიწიბურა, აუცილებლად ქათმის ხორცი, კვერცხი, შესაძლოა, პერიოდულად რძის პროდუქტიც დაემატოს. გააგრძელეთ კითხვა