ავტორი:

"მესამედ შევესწარი ასეთ ფაქტს…" - რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე, რომელიც დღეს, მეტროში მგზავრის ლიანდაგში ჩავარდნას შეესწრო?

"მესამედ შევესწარი ასეთ ფაქტს…" - რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე, რომელიც დღეს, მეტროში მგზავრის ლიანდაგში  ჩავარდნას შეესწრო?

დღეს, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, „300 არაგველზე“ მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა. პირი, რომელიც "300 არაგველზე“ ლიანდაგში ჩავარდა, კლინიკაშია გადაყვანილი.

მოქალაქე, რომელიც აღნიშნულ ფაქტს შეესწრო კადრებს ავრცელებს და წერს:

"დღეს მეტროში ბოლო სამი სადგური აღარ მუშაობდა… მატარებლიდან დროზე ადრე ჩამოგვსვეს. მერე გავიგეთ, ახალგაზრდა კაცი ჩაუხტა მატარებელს. ჩემი ცხოვრების განმავლობაში უკვე მესამედ შევესწარი ასეთ ფაქტს… და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე კითხვა მიჩნდება: რამდენ ტკივილს ატარებდა ადამიანი, რომ ბოლოს ასეთი საშინელი სიკვდილისთვის გაიმეტა თავი? ადამიანები ჩვეულებრივად დადიან, იღიმიან, პოსტავენ, მუშაობენ, გვესაუბრებიან… მაგრამ ზოგჯერ ყველაზე ჩუმ ბრძოლებს სწორედ ისინი გადიან, ვისზეც ვერასდროს იფიქრებდი".