ავტორი:

"ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების "ზრუნვა”, "შეშფოთება” და "წუხილი" - ლექსო თამაზაშვილი

"ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების "ზრუნვა”, "შეშფოთება” და "წუხილი" - ლექსო თამაზაშვილი

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილიც იყო ნახსენები. რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ შესწორებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მისი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.

ამ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და წერს:

"ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური, ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია. მათი ეს პრიმიტიული, მაგრამ ბინძური პროვოკაცია გათვლილია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათთვის სასარგებლო ყალბი სპეკულაციების გასაჩენად , ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად, არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” “შეშფოთება” და “წუხილი" - წერს თამაზაშვილი.