ავტორი:

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ 20 მოლაშქრე გაუჩინარდა - არიან დაღუპულები: ცნობები ტრაგედიის ადგილიდან

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ 20 მოლაშქრე გაუჩინარდა - არიან დაღუპულები: ცნობები ტრაგედიის ადგილიდან

ინდონეზიაში მაშველები ეძებენ სულ მცირე 20 მოლაშქრეს, რომლებიც დუკონოს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ გაუჩინარდნენ.

ვულკანი დღეს დილით ამოიფრქვა. შედეგად რამდენიმე მოლაშქრე დაშავდა და ნაწილი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაკარგულებს შორის ბევრი ტურისტია - სულ მცირე 9 სინგაპურიდანაა.

  • პოლიციის განცხადებით, მათ მიიღეს ცნობები სულ მცირე 2 მოლაშქრის დაღუპვის შესახებ, თუმცა ცხედრების გამოსვენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

დუკონოს ვულკანი ადგილობრივი დროით 07:41 საათზე (გრინვიჩით ხუთშაბათს 22:41-ზე) ამოიფრქვა და ცაში 10 კილომეტრიანი ფერფლის სვეტი შექმნა. დუკონო ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და მეტად პოპულარულია მოლაშქრეებსა და ტურისტებს შორის.

ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სააგენტომ (Basarnas) გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ადიან თანამშრომლები მთაზე და მიაქვთ საკაცე საჭირო ნივთებით.

პოლიციის ოფიცრები დუკონოს მთიდან მოლაშქრეების ევაკუაციას ახორციელებენ.

წყარო