ავტორი:

ევროკავშირი ემზადება პუტინთან მოლაპარაკებებისთვის - რას წერს Financial Times-ი?

ევროკავშირი ემზადება პუტინთან მოლაპარაკებებისთვის - რას წერს Financial Times-ი?

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პოტენციური მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

  • გამოცემა წერს, რომ ევროპული დედაქალაქები იმედგაცრუებულები არიან უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებით, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს.

Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროკავშირს პუტინთან მოლაპარაკებების პოტენციალი აქვს და რომ ბლოკი ამისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერით სარგებლობს.

„ვესაუბრები [ევროკავშირის] 27 ეროვნულ ლიდერს, რათა დავინახოთ საკუთარი თავის ორგანიზების საუკეთესო გზა და განვსაზღვროთ, თუ რა გვჭირდება ეფექტურად განსახილველად რუსეთთან, როდესაც ამის გაკეთების შესაფერისი მომენტი დადგება“, - განაცხადა კოშტამ.

ამასთან, მისი თქმით, კრემლის მხრიდან არ არსებობს არანაირი სიგნალი იმისა, რომ პუტინი მზადაა ბლოკის რომელიმე წარმომადგენელთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისთვის.

„დიახ, არსებობს [პუტინთან მოლაპარაკების] პოტენციალი, მაგრამ ამ დროისთვის არავის უნახავს ამის რაიმე ნიშანი“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.