სპეცრაზმელების დაკავების ფაქტს ეხმაურება გდდ-ს ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და თვლის, რომ სპეცრაზმელები "ვიღაცამ ჩაუშვა".
ამ თემაზე ინტერვიუ ხარაზიშვილმა "ტვ პირველს" მისცა.
"არ ვიცი იდენტიფიცირება მოხდა რომ? ეს არ ვიცი. ახლა მასკიანი ადამიანები, იცით ნიღბიანები, ეკიპირებით... ჩაშვებულია, აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერენ. შიგნიდან ჩაუშვეს ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა შუაში არიან.
ვინმეს კი არ ვამართლებ და ხელს კი არ ვაფარებ, გადაცდომა ყველგან ხდება. გადახედეთ იმ სხვა ქვეყნებს, ვისაც თქვენ ებაძებით, რეებს უშვრებიან იქ ხალხს - ქალებს, ბავშვებიანად ბოდიში და წიხლის ქვეშ იდებენ.
არ ვიცი ადამიანი დაჭერილია და საჩვენებლად დაჭერილი მე არ მინახია. ციხეში ახლა მე რომ ვიჯდე და დამიჭირონ, როგორ ფიქრობთ, საჩვენებლად ვიქნები დაჭერილი? პატიმარი პატიმარია, ციხე ციხეა, საჩვენებელი მე არ ვიცი, რას ნიშნავს.
დასავლეთი რა შუაშია, რეები ხდება იმ ქვეყნებში თქვენ უკეთ არ იცით? ვინმეს თვალები გამოვთხარეთ, ვინმე მოვკალით?რა გავაკეთეთ ისეთი ჩვენ, პირიქით, მივიღეთ იმდენი შეურაცხყოფა, დამცირება, ცეცხლები, მოლოტოვები გვესროლეს, რეები არ მოვითმინეთ", - ამბობს ხარება.
ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა.
წაიკითხეთ ასევე: