ავტორი:

აშშ-ში დააკავეს დედა, რომელმაც თავის 22 თვის ვაჟს ტატუ დაახატა - ქალის თქმით, მცირეწლოვანს “ეს ძალიან უნდოდა“

აშშ-ში დააკავეს დედა, რომელმაც თავის 22 თვის ვაჟს ტატუ დაახატა - ქალის თქმით, მცირეწლოვანს “ეს ძალიან უნდოდა“

აშშ-ში, კერძოდ კენტუკში დააკავეს ახალგაზრდა დედა, რომელმაც თავის 22 თვის ვაჟს უცნაური, წერტილის ფორმის ტატუ გაუკეთა. ქალი აცხადებს, რომ მცირეწლოვანს “ეს ძალიან უნდოდა“.

27 წლის ბრუკ მაკდანიელს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც კენტუკის შტატის პოლიციაში საჩივარი ბავშვზე ძალადობის შესახებ შევიდა.

  • დაკავების ოქმის თანახმად, ქალმა პოლიციელებს განუცხადა, რომ ის “საკუთარ ფეხზე იკეთებდა ტატუს“, როდესაც მისი მცირეწლოვანი შვილი “მივიდა მასთან და ხელი ტატუს აპარატის ქვეშ შეუყო“. პოლიციამ ბავშვის მარჯვენა წინამხარზე შავი წერტილის ფორმის ტატუ შეამჩნია, რომლის გარშემოც სიწითლე იყო.

რამდენიმე მოწმემ პოლიციას აცნობა, რომ მაკდანიელმა ამ ტატუს “წვეულების წერტილის ტატუ“ (party dot tattoo) უწოდა და ამტკიცებდა, რომ “ბავშვს ეს ტატუ ძალიან უნდოდა“.

სახლში არსებული “სავალალო“ საცხოვრებელი პირობების გამო, საქმე საზოგადოებრივი მომსახურების დეპარტამენტს გადაეცა.

მაკდანიელს ბრალი ბავშვზე ძალადობისთვის წაუყენეს და იგი ადაირის ოლქის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს. ის ამჯამად პატიმრობაში რჩება.

წყარო