“გენერალური პროკურორი არ შეჩერდა მხოლოდ 5 დაკავებულ პიროვნებაზე და თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ეს არა კამპანიური ხასიათისაა, არამედ სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკაა, რომ დროც არ უნდა გავიდეს, როდესაც ხელთ ექნებათ მტკიცებულებები, მის რეალიზაციას არ დააყოვნებენ.
გენერალური პროკურორი საუბრისას არ შეჩერებულა მხოლოდ ამ 5 დაკავებულ პიროვნებაზე - მან თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ შეჩერდება, “- ამის შესახებ “ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
კერძოდ, შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ “პროკურატურისთვის დროის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მათთვის მთავარია იმ საქმეს, რომელსაც ბოლომდე მიიყვანენ, სასამართლო პერსპექტივა ჰქონდეს".
“მინდა ყურადღება მივაქციო საინტერესო ფაქტს - როდესაც გენერალური პროკურორი საუბრობდა, ის არ შეჩერდა მხოლოდ ამ 5 დაკავებულ პიროვნებაზე, ვისაც ბრალდება წარუდგინეს. მან თქვა, რომ ეს გრძელდება და ყველა დეტალი, სხვა საქმეებთან მიმართებაშიც, ხელმეორედ იქნება გადამოწმებული და ეს საგამოძიებო მოქმედებები არ შეჩერდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს არა კამპანიური ხასიათისაა, არამედ ეს არის ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, მყარი პოლიტიკა, რომ დროც არ უნდა გავიდეს, როდესაც ხელთ ექნებათ მტკიცებულებები, მის რეალიზაციას არ დააყოვნებენ.
ადრეც ვამბობდი, რომ ეს, ადრე თუ გვიან, გაუხსნელი არ დარჩებოდა და ეს საქმე ბოლომდე იქნებოდა მიყვანილი. ასე რომ, ეს ნება ჩვენ დიდი ხანია გამოხატული გვქონდა, უბრალოდ, ჩვენ ველოდებოდით მტკიცებულებების ის ხარისხი ყოფილიყო მოპოვებული, რომელიც შემდეგ სასამართლო პროცესზე არანაირ კითხვებს დატოვებდა. ამ კოორდინაციის ბოლო ეტაპიც განხორციელდა, ჩაითვალა რომ ეს მტკიცებულებები იმ ხარისხისაა, რომ სასამართლოში მყარად დაიკავებს თავს და ბრალდებად წარუდგინა პროკურატურამ," - განაცხადა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.