ავტორი:

11 მაისიდან ლევან გოთუას "გმირთა ვარამის" პირველი ტომი სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი

11 მაისიდან ლევან გოთუას "გმირთა ვარამის" პირველი ტომი სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი

ლევან გოთუას „გმირთა ვარამის“ პირველი ტომი 11 მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. „პალიტრა L-ი“ ნაწარმოებს 4 ტომად გამოსცემს და გამოსვლიდან 1 კვირის განმავლობაში 25 ლარის ნაცვლად 15 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, თქვენი ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი შენაძენით გაამდიდროთ.

ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ ქართული კლასიკური მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც თაობებისთვის XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორიას აცოცხლებს. მხატვრულად მოთხრობილი ისტორიული ფაქტები ეხება ოსმალეთის, ირანისა და რუსეთის გადაკვეთაზე მყოფ პატარა ქვეყანას, რომლის ყოფნა-არყოფნაც დიდი იმპერიების პოლიტიკურ თამაშებზეა დამოკიდებული.

„გმირთა ვარამი“ - ეს არის ღრმა ფსიქოლოგიური სურათი იმ ეპოქის გმირებისა, ვინც პირადი პედნიერება და სიცოცხლე ქვეყნის გადარჩენის იდეას შესწირა. ნაწარმოებში ასახულია კახეთის სამეფოში მიმდინარე მოვლენები, თუ რა გავლენას ახდენდა რეალური გეოპოლიტიკური სტრატეგიები ქართველთა ბედზე და როგორ უმკლავებოდნენ ამ გამოწვევებს ადამიანები, რომელთა „ვარამიც“ დღემდე ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

თითოეული ტომი ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი. მის შეძენას სპეციალურ ფასად შეძენას Palitra L-ის ვებგვერდზე: www.palitral.ge; აპლიკაციაში, „ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში შეძლებთ.

R