ავტორი:

შემთხვევა, რომელიც 55 მილიონში ერთხელ ხდება - 12-წლიანი მცდელობის შემდეგ ეთიოპიელ ქალს ხუთი ტყუპი შეეძინა

შემთხვევა, რომელიც 55 მილიონში ერთხელ ხდება - 12-წლიანი მცდელობის შემდეგ ეთიოპიელ ქალს ხუთი ტყუპი შეეძინა

ეთიოპიის ჰარარის რეგიონულ შტატში ქალs 12-წლიანი მცდელობის შემდეგ ხუთი ტყუპი შეეძინა.

ხუთ ჩვილს ცოლ-ქმარმა ნამდვილი “უფლის კურთხევა“ უწოდა და მათ სახელად ნაიფი, ამარი, მუნზირი, ნაზირა და ანსარი დაარქვეს.

35 წლის ქალმა ოთხი ბიჭი და ერთი გოგონა გააჩინა, რომლებიც სრულიად ჯანმრთელები არიან.

“ჩემს ბედნიერებას სიტყვებით ვერ გადმოვცემ“, - განუცხადა ახალბედა დედამ BBC-ს და გაიხსენა, თუ როგორი რთული წლები გაიარა შვილების მოლოდინში.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, დოქტორმა მოჰამედ ნურ აბდულაჰიმ აღნიშნა, რომ დედა და ჩვილები კვლავ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ჩვილები 1,3-დან 1,4 კგ-მდე იწონიან. ექიმის განმარტებით, ახალშობილებს, რომლებიც კილოგრამზე მეტს იწონიან, გადარჩენისა და ჯანსაღი ზრდის მაღალი შანსი აქვთ.

დოქტორმა BBC-ს დაუდასტურა, რომ ჩასახვა ბუნებრივად მოხდა. ცნობისთვის, ხუთეულის ბუნებრივად ჩასახვის შანსი დაახლოებით 55 მილიონში ერთია.

მშობიარობა საკეისრო კვეთით ჩატარდა. ბედრია ორსულობის განმავლობაში რეგულარულ სამედიცინო დახმარებას იღებდა და ინფორმირებული იყო, რომ ერთზე მეტ ბავშვს ელოდებოდა.

წყარო