საქართველოს საოატრიარქო მოახლოებული გაფართოებული კრების შესახებ განცხადებას ავრცელებს სადაც მასმედიას მიმართავს და აღნიშნავს, რომ დამსწრე ჟურნალისტებმა აუცილებლად უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.
ამასთან, მედიის წარმომადგენლებისთვის იმოქმედებს განსაზღვრული წესები.
“ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის
ახლოვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელიც შედგება ამა წლის 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.
ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი "ბეიჯები".
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 809 005
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 10 მაისი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.