ავტორი:

რამდენი პროცენტით გაიზარდა ძველი და ახალაშენებული ბინების ფასი თბილისში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

რამდენი პროცენტით გაიზარდა ძველი და ახალაშენებული ბინების ფასი თბილისში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

2026 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 913 ერთეული შეადგინა და გასული წლის მარტთან შედარებით 30.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

მათივე კვლევის თანახმად, მარტში დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზრის ზომამ კი 36.3%-ით, 321 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.

„2026 წლის მარტში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 33.4%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (38.7%), ისე მეორეულ ბაზრებზე (26.7%).

ტრანზაქციების რაოდენობა 22.8%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. 2026 წლის მარტში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ძირითადად განპირობებულია გასულ წელს პოლიტიკური არასტაბილურობით გამოწვეული დაბალი პერფორმანსით ბაზარზე,“ - ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, „ქოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის მარტში, დედაქალაქში ძველ პროექტებში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა, ახალაშენებული პროექტების შემთხვევაში კი პირველადი ტრანზაქციების (დეველოპერსა და ფიზიკურ პირს შორის განხორციელებული ტრანზაქცია) საშუალო ფასი 4.2%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე (ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებული ტრანზაქცია) 3.9%-ით არის გაზრდილი. გააგრძელეთ კითხვა