აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social, გამოაცხადა, რომ მისი თხოვნით მოსკოვი და კიევი ცეცხლს სამი დღით შეწყვეტენ.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში სამდღიანი ზავი (9, 10 და 11 მაისი) ცხადდება. ეს ზავი მოიცავს ყოველგვარი საომარი მოქმედებების შეჩერებას, ასევე თითოეული მხრიდან 1000 სამხედრო ტყვის გაცვლას. ეს თხოვნა პირადად ჩემი მხრიდან გაიგზავნა და მე ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მისი მოწონებისთვის“.
"იმედი მაქვს, ეს ძალიან ხანგრძლივი, სისხლიანი და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისია“, - დასძინა მან. წყარო
მოსკოვსა და კიევს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
Reuters-ის სააგენტო იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დარტყმას შეიძლებოდა სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზე გავლენა მოეხდინა.
მან დასძინა, რომ პოტენციური საფრთხის მიუხედავად, ტრაგიკული ინციდენტები არ მომხდარა.
"ბევრი ახალი მუქარაა რუსეთისგან ახლა. იმისდა მიუხედავად, რომ მათთვის საკმაოდ ლოგიკური და გასაგები პოზიცია დავიკავეთ - სრულიად სარკისებრ ვიმოქმედებთ. დღევანდელი დღე მათ ფრონტზე ახალი დაბომბვებით დაიწყეს, იყო საშტურმო აქტიურობა. გამოიყენება დრონები. გუშინ კიდევ უფრო მეტ საჰაერო დარტყმებს ახორციელებდნენ. იყო ჩვენი სარკისებრი პასუხები…
ხვალინდელი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას მოვისმენთ დღეს“, - განაცხადა მან.
რუსეთმა და უკრაინამ 8 მაისს, როცა ევროპაში ნაციზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ, ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების დარღვევაში, რომლებიც ორივემ ცალ-ცალკე გამოაცხადა.
რუსეთში ბერლინში საბჭოთა დროშის აღმართვის დღეს - გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. აღლუმზე მოსკოვში უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო, ამჯერად, სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანენ.