ახალციხეში, სოფელ აწყურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ავარიის შედეგად დაიღუპა 2 პირი, 2 კი დაშავდა.
"სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში გადაიყვანეს.

"ერთ-ერთი მათგანი კლინიკა "იმედშია" შეყვანილი, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტი კონტაქტურია და მას კვლევები უტარდება.
მეორე დაშავებული ახალციხის რეფერალურ კლინიკაში იმყოფება. მასაც გამოკვლევები უტარდება", - წერს გამოცემა, რომლის ინფორმაციითაც, "სუბარუს" მარკის ავტომობილი ცხენს შეეჯახა.
გარდაცვლილი ახალგაზრდები პროზექტურაში გადაასვენეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.