ნიუ-ჯერსიში გამართული პრესკონფერენცია ილია თოფურიასა და კალიფორნიელ მებრძოლს ჯოშ ჰოკიტს შორის მომხდარი შელაპარაკების გამო ნაადრევად დასრულდა. თავდაპირველად ჰოკიტი ახდენდა ბრაზილიელი სპორტსმენის ალექს პერეირას პროვოცირებას და მის მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.
"დედაშენს შამას გავუკეთებ!" - მიმართა პერეირას ჰოკიტმა, რომელმაც ბრაზილიელს ძაღლი უწოდა და ინგლისურის არცოდნის გამო დასცინა. პერეირას გამოესარჩლა ილია თოფურია და ჰოკიტს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა:
ეს უკვე ბოლო წერტილი აღმოჩნდა ილიასთვის, მან სცადა ჰოკიტთან მიახლოება, რის შემდეგაც UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა გადაწყვიტა, დაესრულებინა. პრესკონფერენცია UFC White House-ში გაიმართა.

Making enemies with everybody...

[ @Josh_HokitUFC | #UFCWhiteHouse | JUNE 14 | LIVE on @ParamountPlus ] pic.twitter.com/9mg8w78eXx
— UFC (@ufc) May 8, 2026

ცნობისთვის, თეთრ სახლში UFC-ის გრანდიოზული ღონისძიება 14 ივლისსაა ჩანიშნული. ამ ღონისძიებაზე კი ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯს შორის შედგება.