ავტორი:

"რას გვიფუჭებთ საზეიმო განწყობას? ან რამ გაგაბოროტათ?" - ნანკა "გვარი" დაინიშნა: რატომ მოუწია მსახიობს მკაცრი პოსტის გამოქვეყნება სასიხარულო ამბის შემდეგ

"რას გვიფუჭებთ საზეიმო განწყობას? ან რამ გაგაბოროტათ?" - ნანკა "გვარი" დაინიშნა: რატომ მოუწია მსახიობს მკაცრი პოსტის გამოქვეყნება სასიხარულო ამბის შემდეგ

ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი, მომღერალი და იუთუბერი ნანკა გვარიშვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. არტისტმა, რომელიც საზოგადოებამ პროექტ „დიდი სცენიდან“ გამორჩეული მუსიკალური მონაცემებით, სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლე გააზიარა – ის დაინიშნა.

ნანკას რჩეული ირაკლი კიღურაძეა. წყვილმა ხელის თხოვნის ამსახველი კადრები უკვე გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად უამრავი თბილი მილოცვისა, მსახიობმა კრიტიკოსებისა და ინტრიგანების მისამართით დღეს საკმაოდ მკაცრი პოსტი გამოაქვეყნა:

"ვინც გულით მოგვილოცეთ, ძალიან გაფასებთ მადლობელი ვარ. მაგრამ ხალხო, გაოგნებული ვარ... ფეისბუქის კონტინგენტი დასაწვავია! მეასედ ვრწმუნდები ამაში.. ან თუ ბედნიერების თანაზიარი ვერ/არ ხართ, რას გვიფუჭებთ საზეიმო განწყობას? ან რამ გაგაბოროტათ? ან რა ინტრიგანულ სტატიებს წერთ? მოკლედ, ვისაც ჩემი ბედნიერება არ უხარია, ღმერთს ვთხოვ ჩემზე ათმაგი ბედნიერება გაჩუქოთ რომ სხვისი ცხოვრებისთვის აღარ გეცალოთ და თქვენი ბედნიერების ტკბობაში იყოთ თავით ბოლომდე გადაშვებულები.“

დღეს ნანკა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს. გარდა თეატრალური სცენისა, მან საკუთარი საავტორო რუბრიკა „მარტოობის 15 წუთი“ შექმნა, სადაც ცნობილ სტუმრებთან ერთად საინტერესო თემებს განიხილავს.

წარსულის იდილია და ბუბა ჭოღოშვილის ახალი სიყვარული

ნანკას ცხოვრების ეს ახალი ფურცელი მას შემდეგ გადაიშალა, რაც მისი და მსახიობ ბუბა ჭოღოშვილის ხმაურიანი ურთიერთობა დასრულდა. წყვილმა ერთმანეთი „ახალ თეატრში“ გაიცნო და მათ საერთო ოცნება – ქალაქგარეთ ცხოვრება – სოფელ დიდგორში აიხდინეს. ისინი ნანკას ბაბუის ნასახლარზე, 8 ძაღლთან და 2 კატასთან ერთად ნამდვილ იდილიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მათი გზები მოგვიანებით გაიყო.

ამჟამად სიახლეებია თავად ბუბა ჭოღოშვილის პირად ცხოვრებაშიც. „ჩემი ცოლის დაქალების“ ვარსკვლავი აღარ მალავს, რომ მისი რჩეული ცნობილი რეჟისორის, ლევან წულაძის ქალიშვილი, მოცეკვავე თინათინ წულაძეა.

თინასთვისაც ეს ურთიერთობა ახალი დასაწყისია – ის მანამდე გიორგი კოტეტიშვილზე იყო დაოჯახებული და მათ საერთო ვაჟი, ანდრო ჰყავთ. დღეს ბუბა და თინა თავს ბედნიერად გრძნობენ.

წაიკითხეთ ასევე: