ვობურნის პარკიში შავმა დათვმა ოჯახის ავტომობილი დააზიანა - სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება დათვი ავტომობილს და ძლიერად ურტყამს.
ინციდენტის დროს კირსტი და აარონ სტიუარტები პარკში სამ შვილთან ერთად იმყოფებოდნენ. ქალის განცხადებით, ეს მომენტი „არარეალური“ იყო. მისი თქმით, მანქანაში საკვები ჰქონდათ, მათ შორის ქათმის სენდვიჩები, რამაც შესაძლოა ცხოველი მიიზიდა.


დაზარალებულმა ოჯახმა განაცხადა, რომ პრობლემები პარკიდან წასვლის შემდეგაც გაგრძელდა - სახლში დაბრუნების გზაზე ავტომობილი გაფუჭდა. ოჯახს მანქანის ავტოფარეხში გადაყვანა მოუწია, სადაც საწვავის ტუმბოს შეკეთებაში დამატებით 500 ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.

კირსტი სტიუარტის თქმით, ეს დღე „დაწყევლილი“ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ბევრმა სახალისოდ მიიჩნია, ოჯახის განცხადებით, ვობურნის პარკს აღარასდროს ეწვევა.