პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.
"მოვუწოდებ იმ ინსტიტუტების ლიდერებს, რომლებიც წინა სისტემის პოლიტიკური მსახურები იყვნენ, გამოიჩინონ გამბედაობა და 31 მაისამდე თანამდებობებიდან საკუთარი ნებით გადადგნენ. დაე, ეს ტომაშ შუიოკმა დაიწყოს!“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
"სამშობლო არა პრივილეგია, არამედ საერთო სახლია და სახელმწიფომ თითოეული ადამიანის მიმართ თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს უნგრეთის პარლამენტმა პეტერ მადიარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცა.