ავტორი:

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ - სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს "ტვ პირველი"

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ - სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს "ტვ პირველი"

"ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, რათა დიდი ფული გამოეძალათ.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დაზარალებულია, რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც დაუდგენელი მოტივით საქართველოში, ბოლო 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ, საბოლოოდ ყველა ერთ მისამართზე ვარკეთილში, მდებარე კორპუსში დასახლდა.

სიუჟეტის მიხედვით, ბინა, სადაც ჯგუფი ცხოვრობდა, ლილი ონიანს ეკუთვნის. ემიგრაციაში მყოფ ქალს ბინის გასაღები სავარაუდოდ, შვილიშვილმა სთხოვა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და დაზარალებულად ცნობილ პეტერბურგელების ჯგუფს იცნობდა.

"შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, 27 მარტს რუსეთიდან ჩამოსულებიდან ერთ-ერთს მობილურზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ბინაში გაზი ჟონავდა, "ხელოსნები" მივიდნენ და ერთ-ერთი მობინადრე მათ შესახვედრად მესამე სართულიდან ეზოში უნდა ჩასულიყო. "შაბათის ეთერის" მოპოვებულ ვიდეო ფაილებში ჩანს, რომ რომან ბელოვი სადარბაზოდან ღამის პირველ საათზე კორპუსიდან ნამდვილად ჩადის, მაგრამ იქ არც ხელოსნები და არც ოპერატიული ჯგუფი არ არის. რამდენიმე ხანში კადრში ახალგაზრდების ჯგუფი ჩნდება, რომელიც კორპუსში შედის. ეზოდან, სახლში აბრუნებულ რომან ბელოვს ინკასატორების ნაცვლად, სახლში კრიმინალური ბანდა დახვდა, ის სახლში ძალით შეათრიეს, სადაც უკვე განეიტრალებულები იყვნენ მისი მეგობრები.

საქმის მასალების თანახმად, რუსეთის სამ მოქალაქეს, ვარკეთილში რამდენიმე საათი სცემდნენ, მათ 7 შეიარაღებული პირი რიგ-რიგობით ურტყამდა, ითხოვდნენ კრიპტო საფულის კოდს და მობილური ტელეფონების პაროლებს".

სიუჟეტში გამოყენებული მასალების თანახმად ირკვევა, რომ შეიარაღებული ბანდის წევრებმა დაზარალებულების ტელეფონები გახსნეს, თუმცა დიდი ფული, მათ კრიპტო საფულეზე ვერ იპოვეს. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა რუსეთის მოქალაქეებს ცულით დაზიანებები ჯერ ყურებზე მიაყენეს. საქმის მასალების თანახმად, რადგან წამების ამ ფორმით თავდამსხმელებმა შედეგი ვერ მიიღეს, მათი სამიზნე უკვე დანილ იმიშაევი გახდა, რომელსაც თითის მოჭრით ემუქრებოდნენ და დაზიანება მართლაც მიაყენეს.

თითქმის 12-საათიანი წამების შემდეგ ადგილზე დანაშაულებრივი ბანდის წევრებმა რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით, აიტი სპეციალისტი მიიყვანეს. 25 წლის შოთა გაგლოშვილი პოლიციამ სამი დღის წინ დააკავა. რუსეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ გადამალულ ფულს რაც ადგილზე მიყვანილმა ტექნოლოგიების სპეციალისტმაც ვერ მიაგნო. ამის შემდეგ გადაწყდა, პეტერბურგელების ჯგუფის სამივე წევრი გაეტაცებინათ.

საბოლოოდ, ნაწამებ ახალგაზრდები მარნეულში გაიტაცეს, ვიდეოები გადაუღეს და დაემუქრნენ, რომ თუ პოლიცია რამეს გაუგებდა, ამ კადრებს გაუვრცელებდნენ.

მძიმე დანაშაულის ბრალდებით სულ 7 პირია დაკავებული.