ავტორი:

დამატებით 700-მდე მედიკამენტზე ფასების ზედა ზღვარი განისაზღვრა - რა ტიპის წამლებს შეეხება ცვლილება?

დამატებით 700-მდე მედიკამენტზე ფასების ზედა ზღვარი განისაზღვრა - რა ტიპის წამლებს შეეხება ცვლილება?

"პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განსაზღვრავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რიგ მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვრის განსაზღვრის პროცესი აქტიურად გაგრძელდება.

„ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა. ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა - ლელა სულაბერიძემ გააცნო.

სექტორის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, დაახლოებით - ორი კვირის ვადაში, ჯანდაცვის სამინისტროში საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ, უწყება კი, გადაწყვეტილების მიღებისას, მათ მოსაზრებებს მხედველობაში მიიღებს“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

  • რა ტიპის მედიკამენტებზე წესდება ფასის ზედა ზღვარი

გააგრძელეთ კითხვა