გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილო ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.
როგორც "ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.