პენტაგონმა გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული დოკუმენტები "ამოუცნობი მფრინავი ობიექტების" შესახებ. ჩანაწერებში არის დოკუმენტი, სადაც საქართველოც არის ნახსენები.
დოკუმენტში მოხსენიებულია 2001 წლის 30 ოქტომბრით დათარიღებული დიპლომატიური დეპეშა, რომელიც მოსკოვიდან, აშშ-ის საელჩოდან ვაშინგტონში გაიგზავნა. მასში აღწერილია რამდენიმე დღით ადრე საქართველოში, კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები.
ნათქვამია, რომ 28-29 ოქტომბერს რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბვები განახორციელეს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფხაზეთში. ეს ინფორმაცია აშშ-ის ელჩმა ალექსანდრე ვერშბოუმ რუსულ მხარესთან კონტაქტების შემდეგ გაავრცელა.
ამერიკულმა მხარემ ეს განმარტებები სკეპტიციზმით მიიღო. დასკვნით სიტყვაში ალექსანდრე ვერშბოუმ ეჭვი გამოთქვა რუსული განცხადებების სანდოობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ასეთი ინციდენტების პოტენციურ პოლიტიკურ შედეგებს.
პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ფაილი