საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა თავად გაავრცელა.
როგორც მთივლიშვილი “ფეისბუქზე” წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა.
"ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, “ქართული ოცნების” მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!”,- წერს მთივლიშვილი.