მაღალი რანგის ბუდისტი ბერი 15 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

მაღალი რანგის ბუდისტი ბერი 15 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

შრი-ლანკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ბუდისტი ბერი 15 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

პალეგამა ჰემარათჰანა თერო ბუდისტურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ თანამდებობას იკავებს - შრი-ლანკაში ის რვა წმინდა ადგილის მთავარი პრელატი, ანუ მცველია.

თერო ქვეყნის ბავშვთა დაცვის ორგანოს მიერ წარდგენილი შეტყობინების შემდეგ დააკავეს. პალეგამა ჰემარათანამ ბრალდებებზე საჯარო კომენტარი არ გააკეთა. ის სასამართლოს წინაშე 12 მაისს წარდგება.

  • პოლიციამ ძალადობაში დახმარების და წაქეზების ბრალდებით სავარაუდო მსხვერპლის დედაც დააკავა, მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

ზოგადად, შრი-ლანკაში უჩვეულოა ბუდისტი ბერების, მით უმეტეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრება, ვინაიდან აქ ისინი პოლიტიკურად გავლენიან პირებს წარმოადგენენ და საზოგადოება მათ დიდ პატივს სცემს.

წყარო: bbc.com/

მოამზადა: ანა სიბოშვილმა