ავტორი:

“26 მაისს რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ - გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს, ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“ - ნიკა გვარამია

“26 მაისს რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ - გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს, ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“ - ნიკა გვარამია

“26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრნი! - უნდა დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენვე გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს! ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“ - ამის შესახებ კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

  • მისივე თქმით, თავებს ყველა დაითვლის, "ჭკვიანიც და სულელიც".

“გვახსოვდეს, რომ თავებს ყველა დაითვლის: საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც! კეთილმოსურნეც და არაკეთილმოსურნეც! ჭკვიანიც და სულელიც!

გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრნი!

უნდა დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენვე გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს! ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!

გამარჯვებისთვის - ერთად, ბოლომდე!”- წერს გვარამია.