თეირანის საპასუხო წინადადება ამერიკის შეერთებული შტატების ომის დასრულების გეგმაზე მოიცავდა ბლოკირებული ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის აღიარებას და კომპენსაციის მოთხოვნას, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ირნული მედია ავრცელებს.
ირანული მედიის ცნობით, თეირანი ასევე ცდილობს ბრძოლის დასრულებას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი და მსოფლიოს ეკონომიკის მძევლად ვერ აიყვანენ“, - განაცხადა უოლცმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა, პაკისტანის საშუალებით, აშშ-ს პასუხი გაუგზავნა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაანაცხადა, რომ ირანის პასუხი ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებაზე აბსოლუტურად მიუღებელია. “ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. „წარმომადგენლების“ პასუხი. არ მომწონს - სრულიად მიუღებელია!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.