ავტორი:

თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მყოფ ადამიანს დაეჯახა და ძრავში ჩაითრია - ვრცელდება შემზარავი ვიდეო დენვერის აეროპორტიდან

თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მყოფ ადამიანს დაეჯახა და ძრავში ჩაითრია - ვრცელდება შემზარავი ვიდეო დენვერის აეროპორტიდან

შაბათს, კოლორადოში მდებარე დენვერის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე უცნობ პირს Frontier Airlines-ის თვითმფრინავი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა Airbus A321neo-ს აფრენის დროს მოხდა. მამაკაცი თვითმფრინავის ერთ-ერთმა ძრავამ ჩაითრია, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:19 საათზე მოხდა. მსხვერპლის ვინაობა ამ დრომდე საჯაროდ არ გასაჯაროებულა.

აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, უცნობი პირი აეროპორტის პერიმეტრის ღობეზე გადაძვრა და ასაფრენ ბილიკზე უნებართვოდ დადიოდა. გავრცელებული მონაცემებით, შემთხვევის დროს თვითმფრინავი დაახლოებით 239 მილი/სთ სიჩქარით მოძრაობდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ განაცხადა, რომ “უკანონოდ შესულმა პირმა უსაფრთხოების ნორმები დაარღვია და ასაფრენ ბილიკზე გაიქცა“.

“არავის არ უნდა შეეძლოს აეროპორტის ტერიტორიაზე უნებართვოდ შეჭრა,“ - დაწერა დაფიმ X-ზე.

თვითმფრინავიდან 224 მგზავრისა და ეკიპაჟის შვიდი წევრის ევაკუაცია განხორციელდა. ერთ-ერთმა მგზავრმა დაზიანებულ ძრავას ფოტო გადაუღო. მისი განცხადებით, შეჯახების შემდეგ ძრავა მძიმედ იყო დაზიანებული და სისხლის კვალიც ეტყობოდა.

მომხდარს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია იძიებს.

წყარო