ავტორი:

ტევადობის 70 000-მდე გაზრდა, მიწისქვეშა პარკინგი, გადახურვა - იგეგმება სრული რეკონსტრუქცია:  როგორი იქნება განახლებული "დინამო არენა“?

ტევადობის 70 000-მდე გაზრდა, მიწისქვეშა პარკინგი, გადახურვა - იგეგმება სრული რეკონსტრუქცია:  როგორი იქნება განახლებული "დინამო არენა“?

როგორც ამ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, იგეგმება "დინამო არენას“ სრული რეკონსტრუქცია, რომლის პროექტიც უკვე მზად არის.

მისი პირველადი იდეის შესახებ ინფორმაცია სტადიონის რეკონსტრუქციაზე მომუშავე ქურდიანების კომპანიამ გაავრცელა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქციის მიზანია: ტევადობის გაზრდა 70 ათასზე მეტ მაყურებლამდე; პარკირების უზრუნველყოფა (UEFA-ს მოთხოვნების შესაბამისად); ქალაქთან ინტეგრირებული საზოგადოებრივი სივრცის შექმნა და კომერციალიზაციის დანერგვა.

პროექტის მიხედვით, 800 ავტომობილზე გათვლილი ერთდონიანი ავტოსადგომი მთლიანად მიწისქვეშ არის გადატანილი, რაც ზედაპირს მანქანებისგან ათავისუფლებს. რაც შეეხება მიწისზედა სართულს, ის სრულად გამოყოფილია საზოგადოებრივი და კომერციული ფუნქციებისთვის - სტადიონი, მუზეუმი, კლუბი, საცალო ვაჭრობა, კინოთეატრი და სხვა.

ამასთანავე, მომზადებული პირველადი პროექტის მიხედვით, ასევე იგეგმება:

  • სარბენი ბილიკის დემონტაჟი {რაც სავარაუდოდ, შესაძლებელს გახდის მაყურებელი სტადიონთან უფრო ახლოს იყოს),
  • პირველი იარუსის დიზაინის სრული შეცვლა,ახალი იარუსის შექმნა ოპტიმალური ხედვის არეალის შენარჩუნებით,
  • მოედნის დონეზე დამატებითი შესასვლელების დამატება,

გააგრძელეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოებ